1771327333
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევოსმა, ბელგიაში აშშ-ის ელჩი ბილ უაითი დაიბარა მას შემდეგ, რაც მან ბელგია ანტისემიტიზმში დაადანაშაულა და ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი გააკრიტიკა. ინფორმაციას politico ავრცელებს.
"ნებისმიერი ვარაუდი, რომ ბელგია ანტისემიტური ქვეყანაა, სიცრუეა, შეურაცხმყოფელია და მიუღებელია. ბელგია ანტისემიტიზმს უმკაცრესად გმობს," - დაწერა პრევოსმა ორშაბათს საღამოს X-ზე ვრცელ პოსტში და უაითის განცხადებებს მიუღებელი უწოდა.
"ბელგიელი მინისტრის მიმართ პირადი თავდასხმები და სასამართლო საკითხებში ჩარევა არღვევს დიპლომატიურ ნორმებს... ელჩი სამშაბათს დაუყოვნებლივ დაიბარეს შეხვედრაზე," - დასძინა პრევოსმა.
"ორშაბათს, უაითმა გააკრიტიკა ბელგიის მიერ ანტვერპენში საქმის განხილვა, სადაც სამი ებრაელი მამაკაცი, რომლებიც რიტუალურ წინადაცვეთას ასრულებენ - სასამართლო გამოძიების ქვეშ მოექცნენ პროცედურის ექიმის გარეშე ჩატარების ბრალდებით. როგორც ჩანს, ელჩმა ასევე ზეწოლა მოახდინა ჯანდაცვის მინისტრ ფრანკ ვანდენბრუკზე, რათა საქმეში ჩარეულიყო, - წერს politico.










