1771327333
მერაბ ნინიძე სტალინის როლში - ქართველი მსახიობი ახალ პოლიტიკურ ტრილერში ითამაშებს
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ მერაბ ნინიძე ახალ პოლიტიკურ ტრილერში, სახელწოდებით „მშვიდობის ფასი“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს.
კინოსურათის რეჟისორი ოსკარის ოთხგზის ნომინანტი სცენარისტი, ენტონი მაკარტენია. ფილმის სიუჟეტი მაყურებელს 1945 წელს პოტსდამის კონფერენციაზე აბრუნებს, სადაც ჰარი ტრუმენი, ჩერჩილი და იოსებ სტალინი ერთმანეთს ხვდებიან. მათ ევროპისა და მსოფლიოს მომავალი უნდა გადაწყვიტონ. თითოეულს თავისი პირადი და პოლიტიკური მიზნები აქვს.
გამოცემა „დედლაინის“ ცნობით, ნამუშევარში მერაბ ნინიძე იოსებ სტალინის როლს შეასრულებს. ჩერჩილისა და ტრუმანის ამპლუაში კი გაი პირსი და ჯარედ ჰარისი მოგვევლინებიან. უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფილმის გადაღებები 2026 წლის ზაფხულში, ლონდონსა და პოსტდამში დაიწყება. კინოსურათის პრემიერა, სავარაუდოდ, მომავალ წელს შედგება.










