ქეთი ეგიდუნაშვილის მეუღლის სხეულის ენა გაშიფრეს - რა ვიდეოს ავრცელებს ეზოთერიკოსი
1748894124
დიდი ბრიტანეთი, ინგლისი, არის ქვეყანა, სადაც ჩაისახა სამართლიანი სახელმწიფოს იდეა, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად გასაკვირია მათი მხრიდან ამ მასშტაბის უსამართლობა, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ღიაა და მზად არის კონსულტაციებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ როგორც ბრიტანეთის, ისე სხვა ევროპული ქვეყნების მხრიდან შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ.
„დიდი ბრიტანეთი, კონკრეტულად ინგლისი, არის ქვეყანა, სადაც ჩაისახა სამართლიანი სახელმწიფოს იდეა, სამართლიანობის იდეას მიეცა სხვა დატვირთვა და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად გასაკვირია ის, რომ დიდი ბრიტანეთის მხრიდან ვხედავთ ამ მასშტაბის უსამართლობას და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებას. ჩვენ გვჭირდება სამართლიანი და ჯანსაღი დამოკიდებულება. როდესაც კონკრეტული კითხვები ისმის იგივე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, რაც ფაქტებზეა დაფუძნებული, ჩვენ გვჭირდება ამასთან დაკავშირებით ჯანსაღი და მკაფიო, ფაქტებზე დაფუძნებული პასუხი, თუმცა ვხედავთ, რომ არ ისმის არავითარი ფაქტებზე დაფუძნებული პასუხი, ერთადერთი ვისმენთ კვლავ შანტაჟს, მუქარას, ვხედავთ ექსტრემიზმის მხარდაჭერას, არჩევნებში უხეშად ჩარევას, ეს არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ მზად ვართ და ღია ვართ კონსულტაციებისთვის. იმედი გვაქვს, რომ ბრიტანეთის მხრიდან, ასევე სხვა ევროპული ქვეყნების მხრიდან შეიცვლება დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ“, - განაცხადა პრემიერმა.