1692302192
დიდ ბრიტანეთთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, უკეთესი მომავლის, დღეების მოლოდინში - გია ვოლსკი

ბრიტანეთი ერთ-ერთი გამორჩეული ევროპული ქვეყანაა, სადაც კანონი ნებისმიერ შემთხვევაში აღსრულდება, რა პოლიტიკური შეფასებაც არ უნდა მიეცეს გარედან და ფაქტია, მათ ძალიან კარგად იციან, რომ კანონი დაირღვა, დაირღვა უხეშად და ირღვევა სისტემურად, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ეს სისტემურობა მნიშვნელოვანწილად ასახულია იმაში, რასაც რევოლუციური გეგმა ჰქვია.
„ბრიტანეთი ერთ-ერთი გამორჩეული ევროპული ქვეყანაა, სადაც კანონი ნებისმიერ შემთხვევაში აღსრულდება რა პოლიტიკური შეფასებაც არ უნდა მიეცეს გარედან და ფაქტია, მათ ძალიან კარგად იციან, რომ კანონი დაირღვა, დაირღვა უხეშად და ირღვევა სისტემურად. ეს სისტემურობა კიდევ მნიშვნელოვანწილად ასახულია იმაში, რასაც რევოლუციური გეგმა ჰქვია. სახელმწიფო თუ კანონს ასრულებს, საქართველო იქნება თუ ნებისმიერი სხვა, სწორედ ამ კუთხით უნდა გაანალიზდეს. თუ ანალიზი არ კუთხით არ ხდებამ, ამ შემთხვევაში კვლავ საქმე გვაქვს გარკვეულ პოლიტიკურ მიკერძოებასთან, პოლიტიკურ მიზანთან, რომელიც, სამწუხაროდ, მათ შორის, ბრიტანეთის გარკვეულ მმართველობის სტრუქტურასაც გააჩნია. მიზანი შეიძლება, იყოს ამ მიმდინარე პროცესში, რომელიც ახასიათებს მსოფლიოს, საქართველო გამოყენებული იყოს იმ გეგმით, რომელიც აქვს ევროპის დაინტერესებულ ქვეყნებს და გაერთიანებებს, რომ ვთქვათ, რუსეთის აგრესიის მიმართულება შეიცვალოს, სამხრეთ კავკასიისკენ წამოვიდეს, გლობალური დიდი თემაა. ომში ჩართვა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. როდესაც თვითონ ფაქტები, მოქმედება, განცხადება, თუნდაც ელჩის მოვალეობის შემსრულებლის დავალება კანონის აღსრულებისათვის კვლავ მიმდინარეობს, რასაკვირველია, ამ ეჭვებს თავისი საფუძველი გააჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში სახელმწიფო ორი მიმართულებით შეიძლება, წავიდეს.
„ერთი, რომ მოშალო სახელმწიფო სტრუქტურები და რასაც გიკარნახებენ ის გააკეთო, მეორე, იმოქმედო ისე, როგორც შენი ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნებას სჭირდება. ეგ ერთი და მეორე, გავითვალისწინოთ ესეთი დამოკიდებულება, რაღაც ფიანდაზად გაფენილი ურთიერთობები არც ევროპის შიგნით არა აქვთ, ან ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებები იყო საკმაოდ ხისტი ბრიტანეთის მიმართ, არც ბრიტანეთია კმაყოფილი თავისი მთავარი მოკავშირის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ამით საბოლოოდ დასრულებულია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კითხვაზე, მოსალოდნელია, თუ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩის დაბარება, გია ვოლსკიმ უპასუხა, რომ „არ ვიცი, ეს არ არის ჩემი სფერო“.
„მე ვფიქრობ, რომ მაინც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, უკეთესი მომავლის, დღეების მოლოდინში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, 30 ივნისს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული იყო საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, სადაც მაღალი რანგის წარმომადგენელმა მკაფიოდ დააფიქსირა დიდი ბრიტანეთის მტკიცე პოზიცია საქართველოს მზარდად დამაზიანებელი ტრაექტორიის მიმართ და მწვავედ გააპროტესტა „ქართული ოცნების“ მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების სერია.

მცენარეები, რომელიც გველებს აფრთხობს
1751308773