ადვოკატის ინფორმაციით, კობა ფარტენაძე დააკავეს
1786951651
შუალედურ არჩევნებში მონაწილეობით დაინტერესებულმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს, დღის ბოლომდე უნდა მიმართოს. ცესკომ საკრებულოების შუალედური არჩევნები 3 ოქტომბერს დანიშნა.
არჩევნები ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გაიმართება. შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატების უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა გახდა.
"ამა წლის 3 ოქტომბერს, 4 მუნიციპალიტეტში: ახმეტაში, ვანში, დმანისსა და წალკაში გაიმართება საკრებულოს შუალედური არჩევნები. ჯამში შეიქმნება 7 უბანი, აქედან 4 უბანი იქნება სრულად ელექტრონული. გამოვიყენებთ ხმის დათვლის და ვერიფიკაციის აპარატებს. ჯამში, ამ დროისთვის არის 2 201 ამომრჩეველი.დღეს სრულდება აღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობისთვის საარჩევნო სუბიექტების მომართვის ვადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში", - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.