ადვოკატის ინფორმაციით, კობა ფარტენაძე დააკავეს

კობა ფარტენაძე

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დაკავებულია, - აღნიშნულის შესახებ ადვოკატი თემურ ქავშბაია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, კობა ფარტენაძე, ზესტაფონის განყოფილებაშია გადაყვანილი.

„დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე 2 განყოფილებაში. კობას ინტერესებს დაიცავს თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისი! ამ დროისათვის ვარკვევთ თუ რა საფუძვლითა და მოტივით იქნა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული. ამჟამად ის მოთავსებულია ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორში.“ - წერს კობა ფარტენაძის ადვოკატი, თემურ ქავშბაია სოციალურ ქსელში.