სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის "სახელმწიფო უსაფრთხოების" სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა დასკვნის საფუძველზე, აკრედიტაციის საბჭომ დაადასტურა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა სრულად შეესაბამება ხარისხის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებს, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ავრცელებს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია წელს პირველად განახორციელებს სამაგისტრო პროგრამას.სტუდენტებს ექნებათ საშუალება მაღალკვალიფიციური, პრაქტიკოსი აკადემიური პერსონალისგან მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება და ჩაერთონ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სიმულაციურ სწავლებებში.სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია უზრუნველყოფს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსებას.პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ," - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.