1786913447
სოფელ ნანიანში 50 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, პლატონ კალმახელიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ნანიანის საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
გარკვეული შენიშვნების გამო, მშენებელს ხარვეზების აღმოფხვრა დაევალა.
ნანიანის ბაღში განთავსდება საგანმანათლებლო, მოსასვენებელი ოთახები და ბავშვების საჭიროებებზე მორგებული სივრცეები. ტერიტორიაზე მოწყობილია მრავალფეროვანი სათამაშო ეზო.
ნანიანის საბავშვო ბაღი ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის
ცნობილია, რა მიზეზით დააკავეს კობა ფარტენაძე
1786954516







