დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ნახევარი ამბობს, რომ კატეგორიულად ემიჯნება პროცესს, ერთიც და მეორეც უშედეგობისთვისაა განწირული - დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

ოპოზიცია უშედეგობისთვისაა განწირული - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძის შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლები გარე ძალებიდან დაკვეთას ელოდებიან.

"დესტრუქციული ნაწილი ოპოზიციისა მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ნახევარი ამბობს, რომ ისინი კატეგორიულად ემიჯნებიან ამ პროცესს, მაგრამ მომხრეც და მოწინააღმდეგეც ელოდება გარედან რა დაკვეთა მოვა და იმის მიხედვით იმოქმედებენ. თუმცა, ნაწილი ქუჩაშიც ალბათ ადგილს მოიტოვებს, რომ ქუჩაშიც იყვნენ და შიგნითაც შემოვიდნენ. საზოგადოება მათ საკადრის პასუხს არჩევნების გზით გასცემს.

ვინც მონაწილეობას მიიღებს, იმის შედეგიც იქნება აბსოლუტურად მინიმალური, რაც მათ ვერანაირ ბერკეტს ვერ მისცემს, რომ საკუთარი ავი ზრახვები განახორციელონ და ის, ვინც ქუჩაში იქნება, ვერც ქუჩის აქტივობით ვერ მიაღწევენ შედეგს. ერთიც და მეორე ნაწილიც უშედეგობისთვის არის განწირული", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.