1747980527
დაზვერვის სამსახურის სუსის შემადგენლობაში გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტი დღეს განიხილავს

პარლამენტი„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს პირველი მოსმენით იმსჯელებს.
ცვლილებათა პაკეტის თანახმად, საქართველოს დაზვერვის სამსახური სუსის შემადგენლობაში გადავა.
მმართველ გუნდში აღნიშნული კანონპროექტის ეფექტიანობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ რესურსის კონსოლიდაციით, ქვეყანა უსაფრთხო გარემოში განაგრძობს განვითარებას.
კანონის დამტკიცების შემდეგ, დაზვერვის სამსახური სუსის შემადგენლობაში, 2025 წლის პირველი ივლისიდან გადავა.
„საქართველოს არ გააჩნია შესაბამისი რესურსი, რომ ჩვენ იმ მასშტაბის საგარეო დაზვერვითი საქმიანობა ვაწარმოოთ, რასაც ვთქვათ დიდი სახელმწიფოები აწარმოებენ. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური ოპერაციის შედეგად, შენი ქვეყნის უსაფრთხოება განამტკიცო. ამიტომ ეს რესურსი რაც უფრო კონსოლიდირებული იქნება, მით უფრო მეტი ეფექტი იქნება მიღწევადი“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.