1692302192
დავით მათიკაშვილი: მიხეილ სააკაშვილის მეგობარი ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი. ტუსკი ცდილობს, მოძებნოს კიდევ ერთი გზა იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინოს ქართველ ხალხზე

მიხეილ სააკაშვილის მეგობარი ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც არის, სამწუხაროდ, დღეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
იგი პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ევროკავშირში საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეზღუდვაზე ან შეჩერებაზე შეთანხმების მიღწევას ეხებოდა.
„ტუსკი ცდილობს, მოძებნოს კიდევ ერთი გზა იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინოს ქართველ ხალხზე და ხელისუფლებაში მოიყვანონ ის მარიონეტები და აგენტურული ძალები, ვისთვისაც საქართველო და ქართველი ხალხის ინტერესი არანაირ ღირებულებს არ წარმოადგენს. მხოლოდ საკუთარი და პატრონების ინტერესებით აკეთებენ გასაკეთებელს. ეს არის ის დასკვნა, რომელიც შეგვიძლია გავაკეთოთ დონალდ ტუსკის განცხადებაზე, რომ მოახდინოს ზეწოლა ქართველ ხალხზე, იმ მონაპოვარზე, რომელიც არის ქართველი ხალხისა და „ქართული ოცნების“ მონაპოვარი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დონეზე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეზღუდვაზე ან შეჩერებაზე შეთანხმების მიღწევა სურს.