გოგა მანია 2025 წლის ზოდიაქოს ფავორიტ ნიშნებს ასახელებს
1749415059
მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, დარწმუნებული ვარ, რომ იტყუება [თინა ბოკუჩავა]. ლოგიკაც არ არის ამაში... ჯერ ეს ერთი, თქვა ერთხელ [კოტე იოსელიანმა], ბოდიში მოიხადა და რომელ სულელს მოუვიდოდა აზრად, რომ კიდევ ეს თემა ახლიდან წამოეწია?! - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი „ღამის კურიერის“ ეთერში აცხადებს.
გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ეს საკითხი "ნაციონალური მოძრაობისთვის" შექმნილი არასასურველი ვითარების გადასაფარად წამოწიეს.
„მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, დარწმუნებული ვარ, რომ იტყუება [თინა ბოკუჩავა]. ლოგიკაც არ არის ამაში... ჯერ ეს ერთი, თქვა ერთხელ [კოტე იოსელიანმა], ბოდიში მოიხადა და რომელ სულელს მოუვიდოდა აზრად, რომ კიდევ ეს თემა ახლიდან წამოეწია?! ეს ხომ პრაქტიკულად გადაფარვაა გარკვეული ვითარების, გარკვეული არასასურველი, „ნაციონალური მოძრაობისათვის“ შექმნილი ვითარების, რომელიც უკვე იმდენად აშკარაა, რომ არ ვიცი, ახლა ამ სპექტაკლს თუ მოიგონებდნენ, არ მეგონა.
ჩვენ ხომ არ ვიცნობთ კოტე იოსელიანს?! ჩვენ გვახსოვს კოტე იოსელიანი ხშირად გამოდიოდა ხოლმე და ერთხელაც თქვა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ნარკოტიკს თუ იარაღს უდებს ჯიბეში თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს და მერე თქვა, რომ ეს ჩადების თემა არ არისო ახალიო, იესო ქრისტესაცო 30 ვერცხლი ჩაუდესო ჯიბეშიო, მაგის გულისთვის გაასამართლეს და ჯვარზე აცვესო. ამის მერე აღარ გამოჩენილა, რაც ეს თქვა.
ადამიანი, რომელიც ამის მთქმელია, რასაკვირველია, ბადებს ეჭვს, რომ კომპეტენცია აკლია, სულ მცირე... არ მინდა, რომ პირადი შეურაცხყოფაზე გადავიდე, მაგრამ თვითონ აყენებს როგორ შეურაცხყოფას ბოკუჩავა კონკრეტულ ადამიანებს უკვე, სისტემას კი არა, ან მის მოწინააღმდეგე პოლიტიკურ გუნდს, რომ ე.ი. ვიღაცა არსებობს "ქართულ ოცნებაში" ისეთი, რომელსაც შეუძლია, არათუ ის გააკეთოს, რასაც "ნაცმოძრაობა" აკეთებდა, რომ ადამიანს პირდაპირი გაგებით ტყავს აძრობდა და ცემა-ცემაში და წამებაში კლავდა, არამედ ბავშვების სიცოცხლით დაემუქროს, ეს „ნაცებსაც“ არ გაუკეთებიათ.
სხვათა შორის, რამდენიმე ზარიც იყო უცხოეთიდან - არის თუ არა ეს სიმართლე, შეიტანა თუ არა საჩივარი საგამოძიებო სტრუქტურაში. მეორე კიდევ, „ნაცმოძრაობისთვის“ ის თემა, რომ ის აღარ დაუშვეს, იქ მათი ბანერი და სააკაშვილის პორტრეტები ჩაუხსნეს, იქ რომ იდაყვით აგდებენ გვერდზე იმიტომ, რომ იციან, რომ არაპოპულარულია საზოგადოებაში. ეს, რასაკვირველია, განაპირობებს გარკვეული სცენარის შემუშავებას, რათა ბალანსი მასსა და "ქართულ ოცნებას" შორის გასწორდეს, გათანაბრდეს და არ მოიკლოს სიძულვილმა „ქართული ოცნების" მიმართ, რომელიც ამას არ იმსახურებს რეალურად“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.