გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
1749323217
მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე, გვანცა გოროზია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ეს მხოლოდ სიყვარული არ იყო, ეს რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობა იყო, რომელიც არათუ მსგავსი, მიახლოებულიც კი ვერ შევამჩნიე ვერსად… ყველა წყვილს ვაკვირდები, თუმცა ის ზრუნვა, სიყვარული და ერთგულება ვერსად დავინახე… უშენობა ჯოჯოხეთია. მე შენ მიყვარხარ ცამდე… უსასრულოდ“, - წერს გვანცა.
ცნობისთვის, 14 მაისის ღამეს, თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა – ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მტკვარში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა. ორი მგზავრის ცხედარი მეორე დღეს იპოვეს.
10-დღიანი ძებნის შემდეგ, 24 მაისს, მტკვარში, ავარიის შედეგად გადავარდნილი მანქანის კიდევ ერთი მგზავრის, გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს.
მომხდარი შემთხვევიდან მალევე, მაშველებმა წყლიდან ერთი მოქალაქე ამოიყვანეს.