1750432533
ჩვენი მთავარი ფოკუსი და სამიზნეა როგორც ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების სრულყოფილად შესრულება, ასევე ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებისა და განვითარებისთვის ბევრად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს არსებობა - ლევან მახაშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი საპარლამენტო ზედამხედველობის ნაწილში პერიოდულად ატარებს სხვადასხვა სამინისტროს მოსმენას, როგორც თბილისში, ასევე - საქართველოს რეგიონებში.
მის განმარტებით, ისინი პერიოდულად გადიან სწორედ იმ ადგილებში, სადაც უშუალოდ ხდება ამ კანონების აღსრულება.
"საქართველოს პარლამენტი საპარლამენტო ზედამხედველობის ნაწილში პერიოდულად ატარებს სხვადასხვა სამინისტროს მოსმენას, როგორც თბილისში, ასევე - საქართველოსრეგიონებში. ჩვენ პერიოდულად გავდივართ ხოლმე სწორედ იმ ადგილებში სადაც უშუალოდ ხდება ამ კანონების აღსრულება. ჩვენი მთავარი ფოკუსი და სამიზნეც არის მსგავსი საკითხები, რათა შემდგომ, პარლამენტმა საპარლამენტო საქმიანობაში გაითვალისწინოს და მაქსიმალურად მოახერხოს ის, რომ როგორც ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებები სრულყოფილად შესრულდეს, ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის იყოს ბევრად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო ცხოვრებისთვის და განვითარებისთვის", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.