ჩვენი გუნდის ერთიანობამ, ერთად დგომამ, საერთო გადაწყვეტილებებმა განაპირობა ის, დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, წინ დიდი ამოცანები გვაქვს დასახული და ერთიანობით ყველა მიზანს მივაღწევთ - პრემიერი

ირაკლი კობახიძე

ყველა ის საქმე, რომელიც დღეს წარმოვადგინეთ თქვენს წინაშე, ეფუძნება სწორედ იმ ნდობას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა გამოუცხადა საქართველოს მთავრობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობს მეთაურმა დეპუტატებს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის, რომელიც მათ მთავრობას ჯერ წელიწად-ნახევრის წინ, გასული წლის თებერვალში და შემდეგ ნახევარი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოუცხადეს.

„მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ჩვენ ყველა ერთად ვაკეთებთ საერთო საქმეს - ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და სწორედ ამ გუნდის ერთიანობამ, ერთად დგომამ, საერთო გადაწყვეტილებებმა განაპირობა ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ამაყობს თავისი დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით, დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, ყველამ ერთად განვაგრძოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე. წინ კიდევ ძალიან დიდი ამოცანები გვაქვს დასახული და ჩვენი ერთიანობით აუცილებლად ყველა მიზანს მივაღწევთ. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და დღევანდელი დღისთვის, თქვენი ყურადღებისთვის!“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.