თბილისში, ბინაში მცხოვრებმა, კარადაში გველი ნახა
1781293794
უკრაინის პრეზიდენტმა ლგბტქ+ თემს მხარი დაუჭირა. ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ საზოგადოებასთან ამ საკითხზე ღიად საუბარია აუცილებელი, რადგან სახელმწიფოში ყველა თანასწორია და თანაბარი უფლებებით სარგებლობს. ამის შესახებ პრეზიდენტმა მარიუპოლის ერთ-ერთი მცველის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ვეტერანმა სამხედრომ პრეზიდენტს ჰკითხა, არის თუ არა ახლა უკრაინაში იმგვარი კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების შექმნის აუცილებლობა, რომლებიც აღნიშნული თემის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას შეცვლის და მოსახლეობაში ტოლერანტობისა და ინკლუზიის დონეს აამაღლებს.
"ჩვენ ერთნაირები ვართ. ჩვენ ვიცავთ სახელმწიფოს. ჩვენ თანასწორები ვართ და ერთნაირი უფლებები გვაქვს. სრულიად ერთნაირი. მიუხედავად ნებისმიერი ცრურწმენების, ან იმ ადამიანების დამოკიდებულების, რომლებიც ჯერ კიდევ XV საუკუნის წარმოდგენებით ცხოვრობენ. ჩვენ თანამედროვე ადამიანები ვართ," - აღნიშნა ზელენსკიმ.