დაწესდება მაღალი ჯარიმები! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
1749498140
„ჩნდება განცდა, რომ „ქართულ ოცნებას" სურს, ეროვნულმა პროდასავლურმა პარტიებმა მონაწილეობა არ მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში, რომ მას ჰქონდეს აბსოლუტური კომფორტი, მარტო "ქართული ოცნების" სატელიტებთან მიიღოს მონაწილეობა, უბრძოლველად დაეუფლოს ყველა საკრებულოს, ყველა ქალაქს და აკეთოს ის, რაც მას მოესურვება. ცხადია, რომ ჩვენი ამოცანაა, ამაში ხელი შევუშალოთ", - ამის შესახებ პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე „ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს.
„რუსთავი 2-ის" ეთერში ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" სურს, გააუქმოს ის პარტიები, რომლებსაც მილიონი მხარდამჭერი გააჩნია.
„მოახლოვდა თვითმმართველობის არჩევნები და ცხადია, ჩვენ გავხსენით დისკუსია, რომ, რა თქმა უნდა, მთავარი მოთხოვნები უცვლელია იმიტომ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს არანაირი განტვირთვა არ შეუძლია იმ უკიდურესად ღრმა პოლიტიკური კრიზისის, რომელშიც ვიმყოფებით, მაგრამ ის მოგვადგა კარზე, ხომ?! ერთი მხრივ, ჩვენ ვაგრძელებთ მოთხოვნას ახალი საპარლამენტო არჩევნების იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნისთვის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანა დამშვიდდეს, იმისათვის, რომ საზოგადოება გამთლიანდეს, იმისათვის, რომ რადიკალიზაცია შეჩერდეს და განხეთქილება არ გაიზარდოს საზოგადოების შიგნით, ამისთვის აუცილებელია ახალი სამართლიანი დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები. ამასთან ერთად, ის ადამიანები, რომლებიც სრულიად უსამართლოდ დღეს სატუსაღოში არიან არანაირი მტკიცებულება, როგორც პირდაპირ ჩანს სასამართლოს სხდომებიდან, არ არსებობს მათი ბრალის დამადასტურებელი, ეს ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ. ეს არის აუცილებელი მინიმალური პირობა იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ კრიზისიდან.
ამავდროულად, მოგვიახლოვდა თვითმმართველობის არჩევნები და დგება კითხვა - "ქართული ოცნება", რომელიც ყველაფერს აკეთებდა ამ პერიოდში, რომ როგორმე მოახდინოს პოლიტიკური პარტიების, მათ შორის დასავლური პოლიტიკური პარტიების და ეროვნული პოლიტიკური პარტიების დემოტივაცია იმიტომ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული პოლიტიკური პარტიები არიან ის პარტიები, რომლებიც ხედავენ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიას, ქვეყნის კეთილდღეობის გარანტიას ევროპულ ოჯახში გაერთიანებაში.
შესაბამისად, ამ პარტიების და მათი ამომრჩევლების მაქსიმალური დემოტივაცია იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში „ქართული ოცნების" ამოცანა, მუდმივი მუქარა, რომ გავაუქმოთ ეს პარტიები, რომლებსაც უზარმაზარი რაოდენობით ადამიანი უჭერს მხარს, თუნდაც გაყალბებული შედეგებით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" გააოფიციალურა. ამ შედეგების მიხედვით, ამ ძალებს უჭერს თითქმის მილიონამდე ადამიანი მხარს ხო?! და ამ პარტიების გაუქმებაზე საუბრობს მთელი ეს პერიოდი "ქართული ოცნება".
პირდაპირ ჩნდება განცდა, რომ „ქართულ ოცნებას" სურს, რომ ეროვნულმა პროდასავლურმა პარტიებმა მონაწილეობა არ მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში, რომ მას ჰქონდეს აბსოლუტური კომფორტი, მარტო „ქართული ოცნების" სატელიტებთან მიიღოს მონაწილეობა, უბრძოლველად დაეუფლოს ყველა საკრებულოს, ყველა ქალაქს და აკეთოს ის, რაც მას მოესურვება. ცხადია, რომ ჩვენი ამოცანაა ამაში ხელი შევუშალოთ", - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.