ბუნებრივია, ევროკავშირი შეშფოთებულია, რადგან მათ აღელვებთ საქართველოს ბედი - გიორგი ბარამიძე

გიორგი ბარამიძე

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადება, სადაც თქვეს, რომ კონგრესის მიერ "მეგობარი აქტის" მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. "ინტერპრესნიუსს" ევროკომისიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ხელისუფლების ქმედებები შორსაა იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან ელოდებიან.

პასუხად, "ქართულ ოცნებაში" "დიფ სთეითის" მოქმედებებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებში დაწყებული თემა ახლა ევროპაში გააქტიურეს. შეფასება გაკეთდა ოპოზიციურ პარტიებშიც.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ევროკავშირს აღელვებს საქართველოს ბედი და მიმდინარე პროცესებით ის შეშფოთებულია.

"ბუნებრივია, ევროკავშირი შეშფოთებულია, რადგან მათ აღელვებთ საქართველოს ბედი, მათ უნდათ, რომ საქართველოში იყოს ნამდვილი მშვიდობა, ცივილიზებული, დემოკრატიული,სტაბილური განვითარება, რომელსაც მოაქვს ნებისმიერი ცივილიზებული ერისთვის ის კეთილდღეობა და პროგრესი, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის", - განახადა გიორგი ბარამიძემ.