სამტრედიაში, 22 წლის რეზო რუხაძეს ეძებენ
1752830182
დიდი ბრიტანეთის მთავრობა არჩევნებზე ხმის მიცემის ასაკის 16 წლამდე შემცირებას გეგმავს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ინიციატივა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს ეკუთვნის. სტარმერი მიიჩნევს, რომ 16 წლის ასაკის მოქალაქეებს მუშაობისა და გადასახადების უფლება თუ აქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ იმის უფლებაც უნდა ჰქონდეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობით გადაწყვიტონ, როგორ დახარჯოს ფული და რა მიმართულებით წაიყვანოს ქვეყანა მთავრობამ.
დღეისთვის დიდ ბრიტანეთში ხმის მიცემის ასაკი 18 წელია. პრემიერის ინიციატივა მოიწონა ახალგაზრდა თაობამ. საარჩევნო ცვლილება დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.