წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
როდესაც კომისია საქართველოს პროგრესის ნელ ტემპზე საუბრობს ეს კავშირშია კომისიის საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ბრანისლავ ონდრუშმა ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას.
მისივე თქმით, ევროკომისიამ შეცვალა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირის სანქციების პოლიტიკას არ მიჰყვა, საქართველოს არ შეეძლო ღრმა ეკონომიკური პრობლემების რისკზე წასულიყო.
„ასე დავიწყეთ ევროკავშირიდან არასამართლიანი მიდგომა საქართველოს მიმართ. მთავრობა პრორუსია მხოლოდ იმიტომ რომ ამ ხელისუფლებამ არ გარისკა ქვეყნის უსაფრთხოება, არის მართლაც საშინელება და არასამართლიანი.
მე რომ საქართველოს პრეზიდენტი ან პრემიერი ვყოფილიყავი, მეც ზუსტად ასე მოვიქცეოდი. რადგან ეს არის პასუხისმგებლობა. ევროკავშირმა ვერ გაიგო მიზეზები და საქართველოს რეალობა, სრული სურათი და დაიწყო არასამართლიანი ზეწოლა.
ვწუხვარ, რომ ქართულ ოპოზიციას ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი ასაზრდოებდა, რომ არ შესულიყვნენ საქართველოს პარლამენტში. ვფიქრობ, სიტუაციის დარეგულირების შანსი ახლა გადის ოპოზიციაზეც, რათა ისინი დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ საქმიანობას, დაუბრუნდნენ კომუნიკაციას ხელისუფლებასთან და მოემზადონ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის“, - აღნიშნა ბრანისლავ ონდრუშმა „ქრონიკასთან“.