ბიზნესი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან ერთად და სახელმწიფოსგან მიღებული შეღავათიანი სესხები და ფინანსური რესურსი - მდიდარი NGO-ს, IDFI-ის ხელმძღვანელის, გიორგი კლდიაშვილის მდიდრული საქმიანობა

გიორგი კლდიაშვილი

ბიზნესი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან ერთად, სახელმწიფოსგან მიღებული შეღავათიანი სესხები და ფინანსური რესურსი - ეს ერთ-ერთი მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციის, ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის, მდიდრული საქმიანობის ნაწილია.

„იმედინიუსისთვის“ ცნობილი ხდება, რომ გიორგი კლდიაშვილს ბიზნესი აქვს რუსეთის მოქალაქეებთან, გიორგი როჩიკაშვილთან და დავით სპარსიაშვილთან ერთად, კერძოდ, ამ პირებთან ერთად, კლდიაშვილი შპს „ქვევრების“ დაფუძნებელია და კომპანიის 32.32 პროცენტს ფოლობს, გიორგი როჩიკაშვილი 26.2 პროცენტს, ხოლო, დავით სპარსიაშვილი - 5.5 პროცენტს.

მდიდარი „ენჯეოს“ ხელმძღვანელს და ხელისუფლების აქტიურ მოწინააღმდეგეს, სახელმწიფო უწყების, „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ხელმისაწვდომობა გაუჩნდა 4.7 მილიონი ლარის ოდენობის პროექტისათვის დაფინანსებაზე. წლების მიხედვით დაფინანსება ასე გამოიყურება:
2019 წელი: ინდუსტრიული სესხის თანადაფინანსება - 2,000,000 ლარი სესხის მოცულობა;
2022 წელი: საგარანტიო კომპონენტი - 1,800,000 ლარი უზრუველყოფის მოცულობა;
2023 წელი: უნივერსალური კომპონენტი სესხის თანადაფინანსება - 900,000 ლარი სესხის მოცულობა;

ასევე, თანადაფინანსების მექანიზმების ფარგლებში, შპს „ქვევრებმა“ ისარგებლა/ისარგებლებს ჯამურად 650,000 ლარზე მეტი დაფინანსებით, უფრო კონკრეტულად კი, კლდიაშვილის კომპანიას მიღებული აქვს 555,060 ლარი, დამატებით წლების განმავლობაში დაახლოებით 122,712 ლარს მიიღებს.

ამასთან, ირკვევა ისიც, რომ IDFI-ის თანამშრომელია შპს „ქვევრების“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, მიხეილ როჩიკაშვილის შვილი, სანდრო როჩიკაშვილი, რომელიც, ამავე დროს, ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი კლდიაშვილის დის შვილია.