ესპანელი ბლოგერი შვებულებაში ვერ გაფრინდა, რადგან ChatGPT-ს ბრმად ენდო

ChatGPT

ესპანელმა ბლოგერმა მერი კალდასმა პუერტო-რიკოში გაფრენა ვერ მოახერხა, რადგან ენდო ჩატ-ბოტს, რომელმაც აუცილებელი დოკუმენტების შესახებ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

გოგონამ მოგზაურობა თავის შეყვარებულ ალეხანდრო სიდთან ერთად დაგეგმა. სანამ ავიაბილეთებს, სასტუმროებსა და ღონისძიებებს დაჯავშნიდნენ, წყვილმა ხელოვნურ ინტელექტს ჰკითხა, სჭირდებოდათ თუ არა დამატებითი საბუთები მოგზაურობისთვის. ChatGPT-მ უპასუხა, რომ ესპანელებს ვიზა არ სჭირდებოდათ, მაგრამ არ დააკონკრეტა, რომ აშშ-სა და მის ტერიტორიებზე შესასვლელად მათ ESTA-ს (მოგზაურობის ავტორიზაციის ელექტრონული სისტემა) ნებართვა უნდა მიეღოთ.

შეყვარებულებმა ამის შესახებ მხოლოდ აეროპორტში, სარეგისტრაციო დახლთან შეიტყვეს, რადგან არც კი უფიქრიათ, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება შემცდარიყო. წყვილი ESTA-ს დამტკიცების გარეშე რეისზე არ დაარეგისტრირეს.

„ყოველთვის ბევრ ინფორმაციას ვეძებ, მაგრამ ამჯერად ChatGPT-ს ვკითხე და მან მითხრა, რომ არაფერი მჭირდებოდა“, - განაცხადა მერიმ თავის ბლოგში.