ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა - აწყურთან ავარია მსხვერპლით დასრულდა
1761923411
 
                                                                სიცრუე და ინფორმაციის დამალვის მცდელობა, - ასე აფასებს მმართველი გუნდი გერმანიის მთავრობის პასუხს მათივე ოპოზიციური პარტიის შეკითხვებზე. ოფიციალური ბერლინი ელჩსა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ის კონფიდენციალური იყო და დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
რაც შეეხება ელჩის მხრიდან ხაზარაძის ქონების დაქირავებას, გერმანიის მთავრობა ამბობს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა ეს ფაქტი რამდენიმე კვირის წინ თავად "ლელოს" ლიდერმა დაადასტურა.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ ფიშერი მამუკა ხაზარაძისგან უძრავ ქონებას არ ქირაობს.
"რაც შეეხება იმას, ქირაობს თუ არა ბატონი ფიშერი საქართველოს ოპოზიციის ლიდერისგან სახლს, ბატონი ფიშერი მამუკა ხაზარაძის უძრავ ქონებას არ ქირაობს", - აცხადებს თაზო დათუნაშვილი.