"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეასთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის ემზადება. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის შესაძლო განახლების მიზნით ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დისკუსიები და კონსულტაციები ექსპერტებთან უკვე დაიწყეს.
„ჩვენ სააგენტოებს ვიბარებთ, რათა უკეთ გავიგოთ, თუ რა ვითარებაა ახლა ჩრდილოეთ კორეაში. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენ ვაფასებთ და თანამშრომლობის შესაძლო ვარიანტებს განვიხილავთ“, - ციტირებს გამოცემა ერთ-ერთ ამერიკელ მაღალჩინოსანს.
ამერიკელმა ჩინოვნიკებმა სახელმწიფო დეპარტამენტიდან და ეროვნული უშიშროების საბჭოდან ამ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტებთან და სპეციალისტებთან მრავალი კონსულტაცია გამართეს. ისინი განიხილავდნენ აგრეთვე იმას, თუ ვინ შეიძლება შევიდეს ჩრდილოეთ კორეასთან მომლაპარაკებელი ჯგუფის შემადგენლობაში.