დეპრესია, შესაძლოა, ყოველდღიურად მიღებულმა ამ ერთმა პროდუქტმა გამოიწვიოს - ფსიქიატრი
1753720693
20 ივნისის საქმეზე პარლამენტთან საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები გრძელდება. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია გამოძიება ბოლომდე იყოს მიყვანილი და სტრასბურგის სასამართლოს მითითება შესრულდეს.
"რა თქმა უნდა, უკმარისობის გრძნობა, ამასთან დაკავშირებით, ყველას დაგვრჩა - ის, რომ გამოძიება ბოლომდე არ იყო მიყვანილი და ყველა ფაქტი თუ გარემოება, დადგენილი არ იყო. ამის თაობაზე მიგვითითა სტრასბურგის სასამართლომ, რათა ეს საკითხები იყოს ბოლომდე გამოკვლეული. მე მივესალმები და სწორიც არის. ჩვენ გვაქვს სრული ნდობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსი და მისი ყველა მითითება უნდა იყოს ზედმიწევნით შესრულებული. არამხოლოდ იმიტომ, რომ ეს სასამართლომ მიგვითითა, ასეთი ტიპის საკითხები ყველა თავმოყვარე ქვეყანამ ბოლომდე უნდა გამოიკვლიოს და დღის სინათლეზე გამოიტანოს ყველა ის დანაშაული, თუ რომელიმე იქნა ჩადენილი ამ პერიოდის განმავლობაში," - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
20 ივნისის საქმეზე პარლამენტთან საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დღეს მორიგ საგამოძიებო ექსპერიმენტში კიდევ ორმა ოპერატორმა მიიღო მონაწილეობა. მათ გამომძიებლებისა და ექსპერტების შეკითხვებს უპასუხეს. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერიმენტის მიზანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციის შესრულება - დადგინდეს, რამდენად სწორად მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმჟამინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან ოპერაციის დაგეგმვა და შეიძლებოდა თუ არა ზიანის შემცირება.