ცნობილია 28 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც ბათუმში მოკლეს
1748202692
დამოუკიდებლობა პროცესია, ყოველდღიური ბრძოლა, რომელიც არ მთავრდება. თუ არ გვინდა უცხოს მონობა, თუ გვინდა დამოუკიდებლობა, თუ გვსურს სუვერენიტეტი და გვინდა „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“, მაშინ უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ეს, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დამოუკიდებლობა პროცესია, ყოველდღიური ბრძოლა, რომელიც არ მთავრდება.
„ეს დღე ჩვენია!
დამოუკიდებლობა პროცესია, ყოველდღიური ბრძოლა, რომელიც არ მთავრდება.
სანამ ცოცხლები ვართ, ვიბრძვით, ვშრომობთ, ვზრდით, ვერ გავჩერდებით. გაჩერება ნიშნავს სიკვდილს, მარცხს, წაგებას.
თუ არ გვინდა უცხოს მონობა, თუ გვინდა დამოუკიდებლობა, თუ გვსურს სუვერენიტეტი და გვინდა „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“, მაშინ უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ეს.
გვესმოდეს და ვიცოდეთ თავისუფლების ფასი, დამოუკიდებლობის მნიშვნელობა, დროშის, გერბის, სახელმწიფოს საზრისი. გვესმოდეს, როგორ მივყვეთ ჩვენს გზას და არა სხვის კარნახს.
თავისუფლება და დამოუკიდებლობა თვითმყოფადი ცნებებია, ადამიანის ძირეული მოთხოვნილებაა. სხვა ყველაფერი უცხო და გარეშეა.
არსებობს ის, რაც ჩვენია და არსებობს ის, რაც სხვისია. ამის გარჩევა უნდა შეგვეძლოს, ჩვენის და სხვისის. პატრიოტიზმი სწორედ ეს არის, ჩვენის და სხვისის გარჩევა.
სწორედ ამიტომ, ეს დღე ჩვენია!
გილოცავთ 26 მაისს, ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღეს!”, - წერს პაპუაშვილი.