1747980527
არჩილ გორდულაძე: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილებები გადაეცემა დამოუკიდებელ, კონსტიტუციურ ორგანოს, საქართველოს პროკურატურას - გაქარწყლდება ბუნდოვანება, რომელიც არსებობს ამ სამსახურის სტატუსთან დაკავშირებით

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ პროკურატურის შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებებზე განმარტება გააკეთა.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილებები გადაეცემა დამოუკიდებელ, კონსტიტუციურ ორგანოს - საქართველოს პროკურატურას. ამით კიდევ ერთხელ გაქარწყლდება ის ბუნდოვანება, რომელიც ახლა არსებობს ამ სამსახურის სტატუსთან დაკავშირებით. აღებული ვალდებულებაა, რომ დამოუკიდებელმა ორგანომ გამოიძიოს შესაბამისი დანაშაულები. ეს კიდევ უფრო გამყარებული იქნება გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს ჩვენს სახელმწიფოში იმაზე უფრო დამოუკიდებელი, საგამოძიებო ფუნქციებით აღჭურვილი ორგანო, ვიდრე ორგანო, რომლის საფუძველიც არის საქართველოს კონსტიტუცია. მთავარია, რომ საგამოძიებო უფლებამოსილებები კვლავ გაგრძელდება.
უნდა აღინიშნოს, რომ წარსულშიც საპროცესო ზედამხედველობას აქამდეც ახორციელებდა საქართველოს პროკურატურა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმართულ საქმეებზე. შესაბამისად, ახლა კიდევ უფრო მეტად ეფექტური იქნება ამ გამოძიებების წარმართვა“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტმა პროკურატურის შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა და მხარი დაუჭირა.