ნოემბრის თვეში მიცვალებულები ოჯახის წევრებს სტუმრობენ - ეზოტერიკოსების მოსაზრება
1762200559
                                                                პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში საჯარო სამსახურის კანონის შესახებ საუბრობს და მის მნიშვნელობას განმარტავს. არჩილ გორდულაძის თქმით, შეზღუდვა არ ეხება პედაგოგიურ საქმიანობას.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მე-13 მუხლში პირდაპირ წერია, რომ პედაგოგიურ საქმიანობაზე ეს შეზღუდვები არ ვრცელდება. საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ თანხმობა დაწესებულების ხელმძღვანელის მხრიდან. სკოლა იწყება 9:00 საათზე. თუ მასწავლებელს ერთ სკოლაშიც 9:00 საათზე აქვს გაკვეთილი და მეორეშიც, ფიზიკურად, ხომ ვერ ჩაატარებს? თუ სხვადასხვა დროს აქვს გაკვეთილი, პრობლემა არ ექნება. მიიღებს თანხმობას და ამით დამთავრდება. იგივეა სახელოვნებო საქმიანობასთან დაკავშირებითაც და ლექტორებზეც“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.