22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
1779391020
არავითარი ორმაგი სტანდარტი აღარ არსებობს ევროპის მხრიდან, ეს არის უბრალოდ მთლიანი სტანდარტების რღვევა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ დანიაში აქციის დარბევაზე საუბრისას.
მისივე თქმით, რადგან საქართველო არ ასრულებს ევრო ბიუროკრატების დავალებას, საქართველოში გამართულ ძალადობრივ აქციას შეუძლიათ უწოდონ მშვიდობიანი და საპასუხო საპოლიციო ღონისძიებებს, დარბევა. მაშინ, როდესაც დანიაში, მშვიდობიან აქციას ხელკეტებით და ძაღლების საშუალებით შლიან.
„იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ჩვენი გუნდი არ ასრულებს გარკვეული ევრო ბიუროკრატების და მათ უკან მდგომი ადამიანების დავალებებს და არ ვრთავთ ჩვენს ქვეყანას მეორე ფრონტის სახით ომში, შესაძლებელია, რომ იმ აქციას, სადაც ცდილობდნენ, რომ ცოცხლად დაეწვათ სამართალდამცავები და გაენადგურებინათ პარლამენტი, უწოდონ მშვიდობიანი აქცია, ხოლო საპასუხო საპოლიციო ღონისძიებებს, დარბევა. მაშინ, როდესაც დანიაში, სადაც აბსოლუტურად მშვიდობიანად გამოხატავდნენ ადამიანები თავიანთ მოსაზრებას, შესაძლებელია, რომ ძაღლებით მიუცვივდნენ და ხელკეტებით სცემონ“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
რატომ არ აქვს ბრიუსელს დანიაში განვითარებულ მოვლენებზე რეაგირება? ამ კითხვას სვამს საქართველოს ხელისუფლება და ევროკავშირის ლიდერების დუმილს პრემიერ- მინისტრის ღია წერილზე, ორმაგი სტანდარტის ნათელ მაგალითად მიიჩნევს.
დანიაში აქციის დასაშლელად პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა. ვრცელდება ვიდეოც, სადაც პოლიცია მედიის წარმომადგენელსაც გაუსწორდა ფიზიკურად.
კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენების შესაფასებლად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტასა და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართა.
დანიის მხარეს მოვლენების შესაფასებლად „ქრონიკამაც“ მიმართა, რაზეც „იმედს“ დანიის ეროვნულმა პოლიციამ უპასუხა, რომ პოლიციას დროებით მოუწია ხელკეტების გამოყენება მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა უკანონოდ გადაკვეთეს კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორია და უარი განაცხადეს პოლიციის მითითებების შესრულებაზე.