საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1751225448
ქუჩა თუ არჩევნები - მარათონამდე 3 თვით ადრე, ორად გაყოფილი ოპოზიციური ფლანგი ისევ ვერ თანხმდება.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები არ მალავენ, რომ მათი სურვილი ხელისუფლების დამხობაა. ელენე ხოშტარია და გედევან ფოფხაძე საკანონმდებლო ორგანოსთან შიმშილობენ.
პარლამენტთან არ დასხდნენ, თუმცა არჩევნებზე საუბარს ღალატს უწოდებენ "ნაციონალურ მოძრაობაში".
რევოლუციურ გეგმებს ემიჯნება გახარიას გუნდი, სადაც უკვე დიდი ხანია არჩევნებისთვის ემზადებიან.
"ძლიერი საქართველო" კი კოლეგებს ისევ მოლაპარაკების მაგიდასთან ელოდება, თუმცა მინუს ალეკო ელისაშვილი. ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტნიორი, ლიდერების დაკავების შემდეგ უკვე ღიად აღიარებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა სურს.
ხატია დეკანოიძის გაცხადებით კი, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება გამოსავალი არ არის.
"ვღელავთ და განვიცდით ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ჩვენ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს გარდა ერთიანობისა, ერთი პოზიციისა. არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ იქნება არავითარი გამოსავალი. გამოსავალი არის მხოლოდ ერთიანი პოზიცია", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.