1747842501
არ ვარ ძალადობის მომხრე, არცერთ ადამიანს არ ვუსურვებ ამას და არცერთი ადამიანის შემთხვევაში არ ვამართლებ - არც ზარქუას შემთხვევაში არ ვამართლებ, ვერც იმ გოგოების შემთხვევაში გავამართლებ - თაზო დათუნაშვილი

ირაკლი ზარქუა ზუგდიდში მომხდარი თავდასხმის დეტალებზე საუბრობს. "ქართული ოცნების" დეპუტატს გუშინ აქტივისტებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ზარქუას მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა დახვდნენ და აგინეს. მომხდარს გამოეხმაურნენ ოპოზიციაშიც.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ის ძალადობის მომხრე არ არის და მომხდარს ვერ ამართლებს.
დათუაშვილი აქვე აღნიშნავს, რომ აღნიშნული დაპირისპირება "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა, რადგან სოციალურ სივრცეში ძალადობის გაუფასურება სწორედ მან მოახდინა.
"არ ვარ ძალადობის მომხრე, არცერთ ადამიანს არ ვუსურვებ ამას და არცერთი ადამიანის შემთხვევაში ამას არ ვამართლებ - არც ზარქუას შემთხვევაში არ ვამართლებ, ვერციმ გოგოების შემთხვევაში ვერ გავამართლებ. ეს არ არის ის მეთოდები, რომლითაც საჯარო სივრცეში უნდა ვოპერირებდე. პასუხისმგებლობა არის "ქართულ ოცნებაზე", "ქართულმა ოცნებამ" მოახდინა სოციალურ სივრცეში ძალადობის და ბილწსიტყვაობის გაუფასურება", - განაცხადა თაზო დათუანშვილმა.