საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1751225448
გერმანიის ელჩმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა - "ადამიანური ემპათიაა, შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსებს ესაუბრო, ელენე ხოშტარიას და გედევან ფოფხაძეს" - ამ განცხადებით პეტერ ფიშერი პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელ პოსტს გამოეხმაურა, სადაც შალვა პაპუაშვილმა დაწერა, რომ "ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია. ეს გერმანელებსაც ეხება".
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, არ შეიძლება ასეთი პოლიტიკური რევერანსის გაკეთება, თუნდაც მისვლა მოშიმშილესთან, რომელიც პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციონირებს.
მისი თქმით, თუ მიხვედი და არ ეუბნები, რომ ეს შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, ესე იგი მხარს უჭერ იმას, რომ ის მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს და შეიძლება მძიმედ დაასრულოს ეს შიმშილობის პროცესი.
"უკვე არავის აღარ უკვირს გერმანიის და სხვა ელჩების გარკვეული პოლიტიკური პოზიცია. ამასთან დაკავშირებით განცხადება მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს - არ შეიძლება ასე ჩარევა შიდა პოლიტიკურ ვითარებაში. შეიძლება განცხადება გააკეთო, შეიძლება შენი პოზიცია გამოხატო, მაგრამ ერთადერთი, რაც დარჩენილია განცხადდეს, არის ის დამოკიდებულება, რასაც ადამიანური დამოკიდებულების რაღაც გამოვლენა ეწოდოს. ეს ზუსტად აისახა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში. არ შეიძლება ასეთი პოლიტიკური რევერანსის გაკეთება, თუნდაც, აი, ასე მისვლა მოშიმშილესთან, რომელიც პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციონირებს. მაგრამ თუ მიხვედი და არ ეუბნები, რომ ეს შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, ესე იგი მხარს უჭერ იმას, რომ ის მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს და შეიძლება მძიმედ დაასრულოს ეს შიმშილობის პროცესი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.