ალექსანდრე რაქვიაშვილი: მიხეილ სააკაშვილი გვარამიას ადანაშაულებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ფულით ატარებდა წინა არჩევნებს, წარმოიდგინეთ, ამას არავინ იმჩნევს, ვითომც არაფერი

რაქვიაშვილი

სააკაშვილმა პოსტი დადო, სადაც გვარამიას ადანაშაულებს, რომ ბიძინას ფულით ატარებდა წინა არჩევნებს. წარმოიდგინეთ, ამას არავინ იმჩნევს, ვითომც არაფერი. 40 მილიონი თუ შეგიძლია იშოვო, მაშინ რა რუსული რეჟიმი და დიქტატურაა?, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოსტთან დაკავშირებით, სადაც სააკაშვილი მის წინააღმდეგ კამპანიაში პალიკო კუბლაშვილსა და ნიკა გილაურს ადანაშაულებს.

„ეს სულ ასე ხდება, ყველამ იცოდა, დიდი ხანია, ცნობილი ფაქტია. 40 მილიონი თუ შეგიძლია, იშოვო, მაშინ რა რუსული რეჟიმი და დიქტატურაა? თუ შეგიძლია, ბიძინას წინააღმდეგ 40 მილიონი იშოვო და დაახარჯო ბრძოლას, ესე იგი, არც ისეთი დიქტატურა ყოფილა. ზოგადად, დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაში „ქართულ ოცნებას“ თავისი წვლილი აქვს ყველა პროცესში, მათ შორის პალიკო იქნება, ზურა თუ ასე შემდეგ. ეს ხომ დისკუსიის საკითხი უნდა იყოს. ნუთუ არ აინტერესებს თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს, რომ დისკუსია გაიხსნას. რა დროს გაერთიანებაა, თუ შენივე პარტნიორს ეძახი მოსყიდულს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.