არქეოლოგებმა გევერნიკის ციხეში ქართველი მეფის, აშოტ დიდი, კურაპალატის საფლავი აღმოაჩინეს
1759929047
„ჰამასმა“ დადებითად უპასუხა ტრამპის სამშვიდობო გეგმას, რითაც აჩვენა ერთგულება მშვიდობისადმი, ამჟამად მშვიდობისკენ მიმავალი გზის ყველაზე დიდი დაბრკოლება ისრაელის თავდასხმებია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მისივე თქმით, შარმ ელ-შეიხში მიმდინარე მოლაპარაკებები კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„„ჰამასმა“ დადებითად უპასუხა ტრამპის სამშვიდობო გეგმას. ამით მათ ნათლად აჩვენეს თავიანთი ერთგულება მშვიდობისადმი. თუმცა, ფაქტია, რომ მშვიდობა ერთფრთიანი ფრინველი არ არის. მშვიდობის მთელი ტვირთის „ჰამასსა“ და პალესტინელებზე დაკისრება არც სამართლიანი, არც სწორი და არც რეალისტური მიდგომაა. ამჟამად, მშვიდობისკენ მიმავალი გზის ყველაზე დიდი დაბრკოლება ისრაელის თავდასხმებია. მშვიდობის სურვილი ნამდვილად თუ არსებობს, ისრაელის თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, – აღნიშნა ერდოღანმა.
ცნობისთვის, ღაზაში ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დღეს შარმ ელ-შეიხში გაფართოებულ ფორმატში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მრჩეველი ჯარედ კუშნერი მიიღებენ. შეხვედრების მიზანი დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობაა.