2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აშშ-ის რესპუბლიკელთა კანდიდატი, შესაძლოა ჯეი დი ვენსი იყოს, ხოლო მარკო რუბიო ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი - POLITICO

ჯეი დი ვენსი და მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელების კანდიდატი, შესაძლოა ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი იყოს. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

როგორც ანონიმური წყაროები ამბობენ, მარკო რუბიომ შესაბამისი მოსაზრება პირად საუბრებში გამოთქვა და დასძინა, რომ დი ვენსს მხარს დაუჭერს.

„მარკომ ნათლად განაცხადა, რომ ჯეი დი ვენსი იქნება რესპუბლიკელების კანდიდატი, თუ მას ეს სურს“, – თქვა სახელმწიფო მდივანთან დაახლოებულმა პირმა.

ერთ-ერთი წყარო კი „პოლიტიკოსთან“ საუბარში ამბობს, რომ არსებობს მოლოდინი, ჯეი დი ვენსი იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ხოლო მარკო რუბიო ვიცე-პრეზიდენტი.