1749744057
უკრაინული მედია: სერბეთის პრეზიდენტი უკრაინაში ჩადის

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი დღეს უკრაინაში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის თანახმად, ეს ვუჩიჩის უკრაინაში პირველი ვიზიტი იქნება. სერბეთის ლიდერი უკრაინა - სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება ოდესაში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ვუჩიჩის ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ იყო. საზოგადოებამ ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტის გამგზავრების შემდეგ გაიგო.
ცნობისთვის, სერბეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას უარი განაცხადა. საკუთარი გადაწყვეტილება ვუჩიჩმა ეროვნული ინტერესების დაცვით ახსნა.