უკრაინის თავდაცვის მინისტრი: უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე ტყვეთა ახალი გაცვლის თაობაზე შეთანხმება შედგა

რუსტემ უმეროვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე ტყვეთა ახალი გაცვლის თაობაზე შეთანხმება შედგა.

„ჩვენ [ტყვეთა] გაცვლების თაობაზე შევთანხმდით. დეტალების შესახებ მალე გაცნობებთ“, - განუცხადა რუსტემ უმეროვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ყურადღება გამახვილდა მძიმედ დაავადებულთა გაცვლის აუცილებლობაზე და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლაზე.

როგორც უმეროვმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, უკრაინა ყველა ტყვის გათავისუფლებასა და გატაცებული ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს.