„დაუყოვნებლივ დარეკეთ „112“-ში...“ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მიმართავს
1752609435
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, ქვეყნის აღდგენა და მოდერნიზაცია 14 წლის განმავლობაში 1 ტრილიონი დოლარი დაჯდება.
მან აღნიშნა, რომ მთავრობის კონცეფცია 1 ტრილიონი დოლარის ოდენობის ორი ფონდის შექმნას ითვალისწინებს.
„პირველი არის „ფონდი უკრაინა“ 540 მილიარდი დოლარის ოდენობით, რადგანაც მსოფლიო ბანკის შეფასებით, სწორედ ამდენი დაჯდება უკრაინის აღდგენა. ეს ფონდი დაფინანსდება კონფისკებული რუსული აქტივებით, ასევე რუსული ნედლეულის ექსპორტზე დაწესებული სპეციალური გადასახადით“, - აღნიშნა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.
მეორე ფონდი არის ევროპული სტრუქტურული ფონდი უკრაინის მხარდასაჭერად 460 მილიარდი დოლარის ოდენობით.
პრემიერის თქმით, ეს იქნება პლატფორმა ევროპული კერძო სექტორის ინვესტიციებისთვის უკრაინულ წარმოებაში.