1761855398
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა
 
                                                                უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორის ვიტალი კიმის ცნობით, რუსეთმა მორიგი მასშტაბური შეტევა წამოიწყო და უახლოეს ხანში უკრაინის საჰაერო სივრცეში სულ მცირე 60 რაკეტა შევა.
საჰაერო შეტევის მანიშნებელი სიგნალი უკრაინის ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით დილის 8 საათიდან ჩაირთო. განგაშის სიგნალი ისმოდა კიევში, ჟიტომირის და ვინიცის ოლქებში.
ტელეგრამ არხებში იუწყებიან, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით „ხა-101“-ის ტიპის რაკეტები გაუშვა.
მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.
 
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                    










