2025 წლის რეკორდი: 7 ნოემბერს დედამიწას ძლიერი მაგნიტური შტორმი დაატყდება თავს
1762458995
რუსეთის ფედერაციამ უკრაინულ მხარეს ომში დაღუპული 1000 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინული მხარის მტკიცებით, ცხედრებს მალე ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შედეგადაც გარდაცვლილი ადამიანების იდენტიფიკაცია შესაძლებელი გახდება.
ცხედრების დაბრუნება უკრაინის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ომბუდსმენის და სხვა უწყებების კოორდინირებული მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.