თბილისის ორ ქუჩაზე მოძრაობა 4 თვით იზღუდება - ნახეთ, დეტალები
1747828387
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სუმის ოლქში მდებარე ერთ-ერთი სამხედრო პოლიგონი დაბომბა, რის შედეგადაც ექვსი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო ათზე მეტმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული გვარდია ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინციდენტი გუშინ მოხდა, თუმცა ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი, უკრაინის ეროვნულ გვარდიაში ფიქრობენ, რომ რუსეთმა მათი პოლიგონი უკრაინული მხარის დაუდევრობის წყალობით დაბომბა.
უკრაინის ეროვნულ გვარდიაში აცხადებენ, რომ მომხდარს მკაცრ სამართლებრივ შეფასებას მისცემენ. მოკვლევის ფარგლებში იმ სამხედრო ნაწილის მეთაური, სადაც სასროლეთი იყო განლაგებული, თანამდებობიდან დროებით გადააყენეს.