მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს საკრებულოს წევრი, ანატოლი კურტაევი ავრცელებს.
„ამ ღამეს რაშისტებმა ისევ მოუტანეს უბედურება ჩვენს ქალაქს. მტრის დაბომბვამ გაანადგურა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შენობა და წინასწარი მონაცემებით, სამწუხაროდ, ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა"- წერს კურტევი Telegram-ზე.
ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ალექსანდრე სტარუხმა, აღნიშნა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად კომერციული საწარმოს ორსართულიანი შენობაც განადგურდა.
„მასშტაბური ხანძარი ჩვენმა მეხანძრეებმა ჩააქრეს. წინასწარი მონაცემებით, სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა. ნანგრევების გაწმენდა მიმდინარეობს. კიდევ ერთი რაკეტა კერძო სექტორში მიწის ნაკვეთზე ჩამოვარდა. კერძო კორპუსების მინები და ორი ავტომობილი დაზიანდა".- განაცხადა სტარუხმა.