ავთო აბესლამიძე

1756387740

„წარვადგენ ჩემს ქვეყანას...“ - მომღერალი ავთო აბესლამიძე ინფორმაციას ავრცელებს

ავთო აბესლამიძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს -  როგორ ირკვევა, მომღერალი საერთაშორისო მუსიკალურ პროექტ „SilkWayStar 2025-ში“ იღებს მონაწილეობას და ჩვენს ქვეყანას წარადგენს.„პრაიმტაიმი“ მომღერალს დაუკავშირდა, რომელმაც პროექტის შესახებ ექსკლუზიური დეტალები გაგვიმხილა.„პროექტი ყაზახეთში იმართება და მასში მონაწილეობას 12 ქვეყანა იღებს, მათ შორის საქართველო. სულ 10 ტურია და როგორც უკვე იცით, წარვადგენ საქართველოს და არა ჩემს სახელს. პროექტი პირდაპირ ეთერში 20 სექტემბრიდან გავა, მანამდე კი, პირველი ტური უკვე ჩაიწერა და ვემზადებით მეორე ტურისთვის. თითო ტურიდან თითო მონაწილე ვარდება. კონკურსანტის ტურიდან ტურში გადასვლის გადაწყვეტილებას ჟიური იღებს, როგორც უკვე იცით, კონკურსში მონაწილეობას 12 ქვეყანა იღებს, ჟიურიც სწორედ ამ 12 ქვეყნიდან არის. ჟიურიში ჩვენი ქვეყნიდან დათო კენჭიაშვილია, თუმცა ის საქართველოს ვერ შეაფასებს და შეაფასებს სხვა 11 ქვეყანას“ , - ამბობს ავთო ჩვენთან საუბრისას.  

ავარია საჩხერეში

1755981562

საჩხერეში, ავტოსაგზაო შემთხვევას 18 წლის გოგო ემსხვერპლა

საჩხერეში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა - გარდაცვლილია 18 წლის  მარი შუბითიძე. გავრცელებული ინფორმაციით მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი მართავდამძღოლი დაკავებულია.მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

ჰოროსკოპი

1755976908

24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძითვალი გაუსწორეთ პრობლემებს და თქვენს წინაშე არსებულ რეალობას, ნუ მოირგებთ სირაქლემას პოზიციას. ჩამოაყალიბეთ პრიორიტეტები და ისე იმოქმედეთ.კუროგააქტიურდება სოციალური საკითხები. შეჩერდით და კიდევ ერთხელ დაფიქრდით, თუ რამდენად სარგებლიანი და სიკეთის მომტანია თქვენი იდეები. მოერიდეთ კონფლიქტურ ადამიანებს.ტყუპებიმეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს და ნუ დაიდანაშაულებთ თავს იმის გამო, რომ ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით არ მიდის. განაგრძეთ თქვენი გზა, ნუ შეგაშინებთ ის, თუ ვინ რას იტყვის, კრიზისი მალე გაივლის.კირჩხიბიშეამცირეთ აქტიურობის ტემპი, ახლა თქვენი შრომა არ იქნება ადრინდელივით პროდუქტიული, გამოიყენეთ ეს დრო ოჯახური პრობლემების დასალაგებლად. პირველ რიგში, კი გათავისუფლდით ყოველგვარი ძველისგან, რაც საჭირო არაა.ლომისჯობს, გადადოთ რთული საქმეები და დაისვენოთ. თქვენი ფსიქოემოციური არასტაბილურობა ცუდად აისახება როგორც ურთიერთობაზე, ასევე, საქმიან სფეროზე.ქალწულინუ იქნებით რადიკალური და ნუ გადავარდებით უკიდურესობაში, მოვლენების დრამატიზება არ იქნება მოგებიანი. თუ ჭკვიანურად მოიქცევით, ბევრად სასიკეთოდ წარმართავთ ყველა სიტუაციას.სასწორითქვენ მარტივად შეძლებთ, თავი აარიდოთ ინტრიგებს. სათქმელი აუცილებლად თქვით, ამ ეტაპზე, ეს მნიშვნელოვანია. კარგად დაფიქრდით, რას გასცემთ და რას იღებთ სანაცვლოდ.მორიელიშესაძლოა, საკუთარ შიშებთან გამკლავება დაგჭირდეთ, თქვენი უნდობლობა, საკუთარი თავის მიმართ, საფრთხეს შეუქმნის თქვენს პროგრესს. იყავით მეტად გაბედული და თავდაჯერებული.მშვილდოსანიწარმატების ძიებისას, სიჩქარეში, შესაძლოა, ვერ შენიშნოთ მნიშვნელოვანი დეტალები, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანი სიტუაციის გართულებას გამოიწვევს. პირად ურთიერთობებში, ნუ იქნებით ზედმეტად ჯიუტი, თქვენი ენერგია მიმართეთ ურთიერთობების დალაგებისკენ.თხის რქამოუსმინეთ შინაგან ხმას, მეტი დრო დაუთმეთ საქმიანი გეგმების განხილვას, აქცენტები გააკეთეთ სამომავლო მიზნების პრაქტიკულ მხარეზე.მერწყულიშესაძლოა, დილემის წინაშე აღმოჩნდეთ, მაგრამ თუ გონივრულად იმოქმედებთ, შეძლებთ კომპრომისის საფუძველზე, თქვენს ოპონენტთან საერთო ენის გამონახვას და შეთანხმების მიღწევას.თევზებისაქმიან სფეროში, მოსალოდნელია შეფერხებები, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს თქვენი გაღიზიანება. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ნუ აჰყვებით კონფლიქტებს და ნუ მოახდენთ სხვებზე ზეწოლას.

policiis lenti

1755965886

ავარია თბილისის ზღვაზე - არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისის ზღვაზე ტრაგედიით დასრულდა - ერთმანეთს სატვირთო მანქანა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გარდაიცვალა 1 და დაშავდა 1 ადამიანი.როგორც "პრაიმ ტაიმს"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ჰოროსკოპი

1753558110

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძიდღე წარმატებულად ჩაივლის როგორც პირად ურთიერთობებში, ისე პროფესიულ სფეროში. უფროსებისგან მხარდაჭერა მოსალოდნელია. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.კუროსაქმიან ასპარეზზე აქტიურობა და შრომისმოყვარეობა დღეს შედეგს გამოიღებს. ეცადეთ, არ იჩქაროთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში. ურთიერთობები სტაბილურად განვითარდება.ტყუპებიდღე ხელსაყრელია ახალი იდეებისა და შემოქმედებითი პროექტებისთვის. კომუნიკაცია წარმატებას მოგიტანთ, თუმცა ყურადღება უნდა მიაქციოთ ფინანსურ საკითხებს.კირჩხიბიემოციური გაძლიერება იგრძნობა. თქვენი ინტუიცია სანდო მეგზურია — განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა მნიშვნელოვანი სიახლე შეიტყოთ.ლომისასიკეთო დროა თვითგამოხატვისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ყურადღება მიაქციეთ სხეულის სიგნალებს — დასვენებაც მნიშვნელოვანია. შესაძლოა მცირე ფინანსური სარგებელიც მიიღოთ.ქალწულისოციალური აქტივობა დღის მთავარი თემაა. ახალი ნაცნობობა მომავალში წარმატებას მოგიტანთ. თავი შეიკავეთ ზედმეტი კრიტიკისგან ახლობლების მიმართ.სასწორიდღე ჰარმონიულად განვითარდება. წარმატებულია როგორც პირადი, ისე საქმიანი შეხვედრები. მოსალოდნელია დადებითი ცვლილებები ურთიერთობებში. საყვარელ ადამიანთან საუბარი სულიერ ბალანსს შეგინარჩუნებთ.მორიელიმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის ხელსაყრელი დღეა. ყურადღება დაუთმეთ თანამშრომლებთან ურთიერთობას — კარგი კომუნიკაცია წარმატების საწინდარია.მშვილდოსანიენერგიით სავსე დღეა. კარგი დროა სწავლისთვის, თვითგანვითარებისა და ახალი გზების დაგეგმვისთვის. სასიყვარულო ურთიერთობებში სითბო და გულახდილობა სიმტკიცეს შეგმატებთ.თხის რქადღე მშვიდი და სტაბილურია. მნიშვნელოვანია ფოკუსირება გამოცდილებაზე და მიმდინარე პროცესების გაანალიზება. ოჯახურ გარემოში სიღრმისეული საუბრები სასარგებლო იქნება.მერწყულიპიროვნული ცვლილებების დროა. შინაგანი სიმშვიდის პოვნა მოგცემთ შესაძლებლობას, ახალი ნაბიჯები გადადგათ. კარგი პერიოდია სულიერი განვითარებისათვის.თევზებიდადებითი ემოციებით სავსე დღეა. ურთიერთობებში სიმშვიდე და ნდობა დაგეხმარებათ სტაბილურობის შენარჩუნებაში. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

ციცინათელა

1751125847

„ციცინათელას“ პარკი განახლების შემდეგ გაიხსნა

შეკვეთილში მდებარე ატრაქციონების პარკი „ციცინათელა“ 2025 წლის სეზონისთვის განსაკუთრებულად მოემზადა. „Starring Georgia-ს“ მიერ ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში, განახლდა არა მხოლოდ ტექნიკური ნაწილი, არამედ შეიცვალა „ციცინათელას“ კონცეფციაც. ამიერიდან საქართველოს ყველაზე ჯადოსნურ გასართობ პარკში მისული ბავშვები ნამდვილ ზღაპარში იმოგზაურებენ და თავგადასავლებით სავსე დაუვიწყარ გამოცდილებას მიიღებენ.რაც შეეხება ტექნიკურ ნაწილს, პარკში სრულად განახლდა და შეიღება გარე და შიდა ფასადები; განახლდა შემოსასვლელები და სალაროები; შეიცვალა ატრაქციონების დეტალები, სრული რესტავრაცია ჩაუტარდა რამდენიმე ატრაქციონს, შეიღება ატრაქციონების ჯებირები; განახლდა და ტენტით დაიხურა მოსაცდელი ზონები; განახლდა ატრაქციონების ოპერატორების ჯიხურები; სრულად აღდგა დინოზავრების პარკი; ახალი კონცეფციით, სრულად განახლდა კვების ობიექტები; კარტინგების ზონას დაემატა ახალი ტრიბუნა და ახალი მანქანები; პარკში დაირგო ახალი მცენარეები, რომლებმაც უფრო დიდი და მასშტაბური გამწვანება შექმნეს; გამწვანების ნაწილის გარშემო, ჯამში, 2 ათასი მეტრის სიგრძეზე მოეწყო სპეციალური დეკორატიული მოაჯირები; რესტავრაცია ჩაუტარდა სკამებს; განახლდა ლამპიონები; აშენდა ახალი, კეთილმოწყობილი მოსაწევი ზონები; განახლდა ნაგვის ურნები; დასუფთავდა და განახლდა სველი წერტილები; გამკაცრდა პარკის უსაფრთხოების ზომები.„Starring Georgia-ს“ მენეჯერის, ციცი იაშვილის თქმით, პროექტზე მაქსიმალურად დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა.„განსაკუთრებით მიხარია, რომ გამოჩნდნენ ახალი, ნიჭიერი ადამიანები, რომლებმაც, საკუთარი ხელით, საოცრად მოხატეს ჩვენი პარკი. გარემო, რომელიც მათ შექმნეს, უნიკალურია და სხვაგან ვერსად შეგხვდებათ. სწორედ ადგილობრივი კადრებით დავაკომპლექტეთ ციცინათელას გუნდიც, რომელმაც სპეციალური გადამზადება გაიარა.მუშაობის პროცესში ვცდილობდით, რომ გადაგვერჩინა და გადაგდების ნაცვლად, მეორადი გამოყენება მოგვეძებნა არსებული ნივთებისა თუ მასალებისთვის,“ — ამბობს „Starring Georgia-ს“ მენეჯერი ციცი იაშვილი.აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნადაა შეცვლილი პარკით სარგებლობის წესები, მაგალითად: მოწევა ნებადართულია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ზონებში; ოთხფეხა მეგობარს, რომელიც 7 კილოგრამს აღემატება, აუცილებლად უნდა ეკეთოს ალიკაპი; პარკში არ დაიშვებიან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები; ორსულებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებისთვის არ არის რეკომენდებული გარკვეული ატრაქციონები — თითოეულ ატრაქციონთან სტუმრებს დახვდებათ აბრა, რომელზეც დატანილი იქნება კონკრეტული აკრძალვები და შეზღუდვები. ამ ინფორმაციის გაცნობა და მისი გათვალისწინება აუცილებელია.შეგახსენებთ, რომ 14.5 ჰექტარზე გადაჭიმული „ციცინათელა“ 2006 წლიდან ფუნქციონირებს. მსგავსი მასშტაბის სამუშაოები პარკში აქამდე არასდროს ჩატარებულა.

 მიხეილ ყაველაშვილი

1750518840

საქართველოს პრეზიდენტმა 37 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 37 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 29 არასაპატიმრო და 5 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს მოეხსნა ნასამართლობა.საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს.

აფხაზეთის კაპელა

1748109900

„ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის...“ - გაიცანით გუნდი, რომელიც სოცქსელებში ყველაზე ტრენდულ ვიდეოებს ქმნის

ქართული სული, ქართული სიმღერა, მრავალხმიანობა და იშვიათი ჟღერადობა, სადაც თითოეული ხმა ცალკე ემოციაა - ბოლო დღეებია, სოციალურ ქსელს „აფხაზეთის კაპელის“ მუსიკალური ვიდეოები იპყრობს.დღეს „პრაიმტაიმი“ სწორედ მათ გაგაცნობთ — ინტერვიუ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებთან ჩავწერეთ.ისიდორე გერაძე, ანუკი ფეიქრიშვილი, ლუკა ბაძგარაძე - კავკასიის უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები და „აფხაზეთის კაპელის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერები არიან. მომავალ პროფესიას, შეიძლება თამამად ითქვას, რომ უკვე დაეუფლნენ და მოკლე დროში გასაოცარი შედეგიც მიიღეს. ⏹ მოგვიყევით „აფხაზეთის კაპელის“ შესახებ კაპელა შეიქმნა 1980-იან წლებში, მისი თავდაპირველი ხელმძღვანელი იყო გურამ ყურაშვილი. კაპელის სრული სახელია „აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა“. კაპელამ შექმნიდანვე მალევე დაიწყო სხვადასხვა  სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობის მიღება, მათ შორის საქართველოს საზღვრებს გარეთაც. მოპოვებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდო.დღეისთვის კაპელაში 22 ადამიანია, 2016 წლიდან კი მისი ხელმძღვანელია ქართველი კომპოზიტორი და დირიჟორი  ზვიად ბოლქვაძე.⏹ როგორია ბატონ ზვიადთან ურთიერთობა? ბატონი ზვიადი, ძალიან კარგი ადამიანია, თავიდან ძალიან გვეხმარებოდა, ძალიან მეგობრულია. მკაცრია საქმის მიმართ. ზვიადთან ერთად აუცილებლად უნდა ვახსენოთ ნინო კოვზიაშვილი (კაპელის დირექტორი), ძალიან მეგობრულები არიან, როგორც ოჯახი ისე შევიკარით.⏹ თქვენ როგორ მოხვდით კაპელაში?ჩვენ ვართ პიარის და კომუნიკაციების მიმართულებით დამამთავრებელი კურსის სტუდენტები. საბაკალავრო ნაშრომის სახით ჩვენ შეგვხვდა „აფხაზეთის კაპელა“ და მათთან პიარის კუთხით ვმუშაობთ.ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ - ბრენდინგი, სოციალური მედია, კონტენტი, ლოგო. ვცდილობთ, რომ ჩვენ დავეხმაროთ კაპელას კაპელა კი გვეხმარება ჩვენ. ძალიან დიდ გამოცდილებას ვაგროვებთ, გვიხარია, რომ ასეთი ხალხი გავიცანით, ეს გამოცდილება კი მომავალში ძალიან გამოგვადგება. როდესაც ამ ყველაფერს ვიწყებდით ორი კომპანიიდან უნდა აგვერჩია ერთ-ერთი, ერთი იყო „აფხაზეთის კაპელა“ მეორე კი სხვა კომპანია, რომელთან მუშაობაც ბევრად მარტივი იქნებოდა ვიდრე „აფხაზეთის კაპელასთან“, საბოლოოდ კი გადავწყვიტეთ, რომ შევჭიდებოდით სირთულეებს და ავირჩიეთ „აფხაზეთის კაპელა“.ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის, ძალიან ბევრი გეგმა და იდეები გვაქვს. საზოგადოებას კი ძალიან საინტერესო კადრებს და ინფორმაციებს გავუზიარებთ.კაპელა ძალიან კარგი გუნდისგან შედგება. გულდასაწყვეტია რომ საზოგადოებას მათ შესახებ არ აქვს უფრო მეტი ინფორმაცია, ძალიან ნიჭიერები და შრომისმოყვარე ხალხია. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, გვინდა რომ მათი ცნობადობა ისე გავზარდოთ, რომ მათ შესახებ ყველამ იცოდეს. ⏹ ბოლო დროს, სოციალურ ქსელებში „აფხაზეთის კაპელის“ ცნობადობა საგრძნობლად გაიზარდა, რას ამბობენ გუნდში?ძალიან გახარებულები არიან, ყოველდღე როდესაც მივდივართ მადლობით გვხვდებიან.სოციალურ ქსელში რამდენიმე ვიდეოს დიდი გამოხმაურება ჰქონდა, თურმე კაპელის გუნდის წევრებსაც უამრავმა ადამიანმა მიწერა - ამ ფაქტორმა კი მათი მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა. თავიდან, როცა ვიდეოების გადაღება დავიწყეთ, გუნდში ცოტა სიმორცხვე იყო, თუმცა მალევე ეს ყველაფერი გაქრა და ახლა ძალიან გვეხმარებიან, იდეები მათი მხრიდანაც მოდის. ⏹ რა სირთულეები გქონდათ?    სირთულეები იყო დასაწყისში, ვფიქრობდით როგორ მიგვეწოდებინა ხალხთან ინფორმაცია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ რამდენიმე ვიდეო რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოიპოვა ძალიან დაგვეხმარა. სამომავლოდ გვინდა რომ ეს ხალხი არა სოციალური ქსელის „ტრენდებით“ არამედ საკუთარი შემოქმედებით გაიცნოს საზოგადოებამ. ⏹ როგორ შეიქმნა კაპელას ლოგო? ლოგოს შექმნა ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან ამ საკითხზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ბოლოს ბატონმა ზვიადმა დაგვიხატა და ჩვენ კი გავაციფრულეთ.  ⏹ ახლო მომავალში თუ გაქვთ ღონისძიებები?26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ რუსთავში „აფხაზეთის კაპელა“ საქართველოს ჰიმნს შეასრულებს. ასევე 2 ივნისს გვაქვს კიდევ ერთი ღონისძიება. ახლო მომავალში გვექნება ღია კარის დღეც, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას წინასწარ მივაწვდით.⏹ ბოლო დროს, რაც სოციალურ ქსელში თქვენი ვიდეოები ვირუსულად გავრცელდა რა შეიცვალა?პირველ რიგში გაიზარდა ცნობადობა. ცნობადობის გაზრდასთან ერთად გუნდის წევრები უფრო მეტად ჩაერთნენ და თავადაც აქვთ სურვილი უფრო გააკეთონ.⏹ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?ჩვენი კუთხით გავაგრძელებთ მუშაობას, რომ გაიზარდოს კაპელის ცნობადობა. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ვითანამშრომლოთ მუსიკალურ კომპანიებთან. კაპელის გუნდის წევრებს შეუძლიათ შეასრულონ ნებისმიერი სახის მუსიკალური ნაწარმოები. ძალიან გვინდა, რომ კაპელას ბოლომდე დავეხმაროთ და ეს არის იყოს მხოლოდ უნივერსიტეტის პროექტის ფარგლებში. ვეცდებით და მიდის მოლაპარაკებებიც, რომ „აფხაზეთის კაპელა“ გასცდეს საქართველოს საზღვრებს. ⏹ როგორ უნდა მოგძებნოთ საზოგადოებამ სოციალურ ქსელებში - რომელ პლატფორმებზეა „აფხაზეთის კაპელა“?ჩვენ ვართ: Facebook, YouTube, instagram, TikTok.ბოლოს კი გვინდა, რომ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს უნივერსიტეტს და ჩვენს ლექტორს, ლანა ბენდუქიძეს, რომელიც ძალიან ჩართულია ამ პროცესში, მაქსიმალურად ჩვენს გვერდითაა და ძალიან გვეხმარება. 👤 ავტორი: ირაკლი გოგოლაძე

ნუცა

1747522028

ევროვიზია 2025 - ცნობილია, რომელ ქვეყანას დაუწერა საქართველომ 12 ქულა

ევროვიზია 2025 - საქართველოდან 12 ქულა იტალიამ მიიღო.ჟიურის ქულები კი ნუცა ბუზალაძემ გამოაცხადა.განახლება: ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული ავსტრიის წარმომადგენელი 25 წლის JJ გახდა, სიმღერით Wasted Love. მან 436 ქულა მიიღო.მუსიკალური კონკურსის გრანდიოზული ფინალი 17 მაისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, St. Jakobshalle-ში გაიმართა.ევროვიზია 2025-ზე ოცდაექვსივე ფინალისტი გამოვლინდა: ნორვეგია, ლუქსემბურგი, ესტონეთი, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ისლანდია, ლატვია, ნიდერლანდები, ფინეთი, იტალია, პოლონეთი, გერმანია, საბერძნეთი, სომხეთი, შვეიცარია, მალტა, პორტუგალია, დანია, შვედეთი, საფრანგეთი, სან მარინო და ალბანეთი. 

ლიზი კოტრიკაძ

1747130314

„საქართველოს ხმაში“ რეკორდი მოხსნილია — ვინ არის გოგონა, რომელმაც ჟიური და მაყურებელი ერთად მოხიბლა

რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში, ყველაზე მუსიკალურმა მეგა შოუმ „საქართველოს ხმამ“ აიღო სტარტი.პროექტში ქართული რეპერტუარი, გემოვნება და უნიკალური ვოკალური მონაცემები ის ძირითადი მახასიათებლებია, რომლითაც მონაწილეები ერთმანეთს უპირისპირდებიან.ეთერში გასვლის შემდეგ გადაცემამ მაღალი რეიტინგი მოიპოვა და მაყურებლების მაჩვენებელი დღითიდღე მატულობს - რეკორდი მოხსნილია სოციალურ ქსელშიც, კონკურსანტების ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს.ლიზი კოტრიკაძე „საქართველოს ხმის“ ერთ-ერთი კონკურსანტია, რომელმაც ჟიურის „ოქროს ბილეთი“ მოიპოვა. ჟიურისთან ერთად ლიზიმ მაყურებლის გულიც დაიპყრო, მისი სიმღერის ვიდეომ სულ რამდენიმე დღეში სოციალურ ქსელში რეკორდი მოხსნა და მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. 'შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხმას და ახალ ვარსკვლავს მაყურებელთან ერთად, სამი სუპერ პროფესიონალი ჟიურის წევრი - რუსა მორჩილაძე, დავით ფორჩხიძე  და გიორგი ძოწენიძე აღმოაჩენს.მონაწილეებს რამდენიმე ტურის გადალახვა მოუწევთ იმისთვის, რომ საუკეთესოთა ათეულში მოხვდნენ და ფილარმონიის დიდ სცენაზე პირდაპირ ეთერში ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ჟიურის სამივე წევრს გააჩნია ერთი ოქროს ბილეთი, რომლის მოპოვების შემთხვევაში, მონაწილე ავტომატურად გამოტოვებს ორ ურთულეს საკონკურსო ეტაპს.ყოველ სამშაბათს 22:00 საათზე, "რუსთავი 2"-ის საღამოს ეთერში შესაძლებლობა გექნებათ თვალი ადევნოთ იმ მუსიკალურ პროექტს, რომელიც ქართული სიმღერის უბადლო შემსრულებლებს გაგაცნობთ. საბოლოოდ კი ერთად გავიგებთ, ვინ გახდება ქვეყნის საუკეთესო ხმის მქონე გამარჯვებული, რომელსაც ჯილდოდ ბინა გადაეცემა.

დაჩი

1746874200

2 წლის დაჩის საზოგადოების დახმარება სჭირდება

2 წლის დაჩის საზოგადოების დახმარება სჭირდება - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ოჯახი ავრცელებს.„დაჩის ისევ თქვენი გვერდით დგომა სჭირდება.ჩემო მეგობრებო და ახლობლებო დაჩის ოპერაცია დაგეგმილია, რომელიც ჯდება 27 000 ათასი დოლარი. არანაირი საშუალება არ გვაქვს, 11 თვეა ვმკურნალობთ უშედეგოდ. მას საყლაპავი მილი აქვს დამწვარი ის 2 წლისაა და სჭირდება საყლაპავი მილის გადანერგვა, ძალიან მძიმე და რთული ოპერაციაა. ოპერაცია თურქეთში უკეთდება, თქვენგან გაღებული თითოეული ლარი ჩვენთვის იმედის მომცემიამიმღები დედა: ნაზიბროლა მახარეიშვილიGE85TB7241645168100001 თიბისი ბანკიGE11BG0000000604667863 საქართველო ბანკი", - წერენ სოციალურ ქსელში

ახალი პაპი

1746724950

რომის ახალი პაპი რობერტ პრევოსტია

რომის ახალი პაპის ვინაობა ცნობილია. რომის 267-ე პაპად რობერტ პრევოსტი არჩიეს.მანამდე, სიქსტეს კაპელის სახურავიდან თეთრი კვამლი ამოვიდა. კარდინალებმა პონტიფიკოსი კენჭისყრის ოთხი რაუნდის შედეგად აირჩიეს.რომის 266-ე პაპი ფრანცისკე კი, 88 წლის ასაკში 21 აპრილს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, პონტიფიკოსი რომის სანტა მარია მაჯორეს ტაძარში დაკრძალეს.