„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
ზაპოროჟიეს ოლქის საოკუპაციო „ავტორიტეტმა“ აკრძალა ძლიერი ალკოჰოლის მიყიდვა რუსი სამხედროებისთვის. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
აღნიშნულია, რომ ენერგოდარის მცხოვრებლებისთვის ალკოჰოლის რეალიზაცია კვლავ ნებადართულია, მაგრამ მხოლოდ 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.
აკრძალვის დარღვევისთვის, სავაჭრო დაწესებულებები დაჯარიმდება 10-30 ათასი რუბლით.
საოკუპაციო „ავტორიტეტის“ წარმომადგენლის ალექსანდრე ვოლგის თქმით, ეს ღონისძიება მიღებულ იქნა ადმინისტრაციისა და სამხედრო კომენდანტის გადაწყვეტილების შესაბამისად, ფედერალური კონსტიტუციური კანონის „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საფუძველზე.