ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ბლოკირება გრძელდება, მტერმა, ქარხნის ტერიტორიაზე კონტროლის დაწესების მიზნით, ავიაციის მხარდაჭერით, შტურმი განაახლა.
ამასთან, უკრანულმა ძალებმა გასული დღის განმავლობაში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მოწინააღმდეგის თერთმეტი შეტევა მოიგერიეს, განადგურდა რუსული ძალების 8 ტანკი, 11 ერთეული ჯავშანტექნიკა და 5 მანქანა.
გენშტაბის ცნობით, პოპასნაიას მიმართულებით, ოკუპანტებმა ძირითადი ძალისხმევა მიმართეს პოპასნაიას დასახლებაზე სრული კონტროლის დამყარებაზე და ლიმანისა და სევერსკის დასახლებებზე შეტევის განახლებაზე.
რუსულ ძალებს სევეროდონეცკის, ავდეევსკის, კურახოვსკის, ნოვოპავლოვსკის და ზაპორიჟიას მიმართულებებით აქტიური საომარი მოქმედებები არ განუხორციელებიათ, მაგრამ ცეცხლის გახსნით ცდილობდნენ უკრაინელი ჯარისკაცების ქმედებების შეზღუდვას და საარტილერიო ნაწილების განადგურებას.
საქართველოს საპატრიარქო მრევლს აფრთხილებს
1745677403
ლოცვა, რომელიც კვირაცხოვლობას უნდა წაიკითხოთ
1745697185