„ამხელა ცოდვით როგორ გინდათ იცხოვროთ...“ - ტიკტოკერი ნათია ნონიკაშვილი
1757535420
უკრაინული წარმოშობის ამერიკელი მსახიობი მილა კუნისი და მისი მეუღლე ასევე მსახიობი ეშტონ კაჩერი უკრაინის დასახმარებლად 3 მილიონ დოლარს გაიღებენ. მსახიობებმა უკრაინის მხარდასაჭერი ვიდეომიმართვა ჩაწერეს.
ვიდომიმართვაში მილა კუნისი ამბობს, რომ დღეს ისე როგორც არასდროს, ის ამაყობს თავისი უკრაინული წარმომავლობით.
ვიდეომიმართვა ეშტონ კაჩერის „ინსტაგრამის“ გვერდზე გამოქვეყნდა. მათი მიერ უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებაზე გაღებული თანხის პარალელურად, წყვილი ასევე აგროვებს თანხას იმავე მიზნისთვის, საუბარია 30 მილიონ დოლარზე.