17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ აგრესორი, ჯერჯერობით მიღწეულ შეთანხმებებს არ ასრულებს.
„იყო შეთანხმება ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ. იმუშავა? სამაგიეროდ რუსული ტანკები მუშაობდნენ. რუსული “გრადები”, რუსული ნაღმები. მათ ის გზაც კი დანაღმეს, რომლითაც ადამიანებისთვის საკვები და მედიკამენტები უნდა მიეწოდებინათ,“- განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსი ოკუპანტები იმ ავტობუსებსაც კი ანადგურებენ, რომლებიც ხალხის გამოსაყვანად არის განკუთვნილი.
“დღეს ბელარუსში მოლაპარაკების მესამე რაუნდი შედგა. სურვილი მაქვს, ვთქვა, რომ ეს ბოლოა, თუმცა ჩვენ რეალისტები ვართ და ამიტომ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ, სანამ არ გამოვნახავთ საშუალებას, ჩვენს ხალხს ვუთხრათ : ასე მივალთ მშვიდობამდე“, - აღნიშნა მან. ზელენსკიმ.