2025 წლის რეკორდი: 7 ნოემბერს დედამიწას ძლიერი მაგნიტური შტორმი დაატყდება თავს
1762458995
რუსული ძალების მიერ კიევზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დნეპროვსკის რაიონში საბავშვო ბაღის შენობა დაზიანდა, საცხოვრებელ სახლებში ჩამსხვრეულია ფანჯრები, დაზიანებულია ავტომობილები.
ინფორმაციას კიევის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი თიმურ ტკაჩენკო ავრცელებს. მისი თქმით, მეხანძრეები რამდენიმე ადგილზე ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.
კიევის მერი ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, კი თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიჭრა. მანამდე კლიჩკო ავრცელებდა ინფორმაცია, რომ ექიმებს მცირე ტრავმებით ოთხმა ადამიანმა მიმართა.
საჰაერო განგაში 03:51 საათზე გამოცხადდა და რამდენიმე წუთში დედაქალაქში ძლიერი აფეთქებების სერია გაისმა.