მსოფლიო საუკუნის ყველაზე გრძელი მზის დაბნელებისთვის ემზადება
1765475206
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, დონბასში ოკუპანტები ანადგურებენ ყველა დასახლებას ისე, რომ თავდაცვისთვის შენობა არ დარჩეს.
"დონბასში ისევე, როგორც წინა კვირებში, რუსეთის სასტიკი თავდასხმები გრძელდება. ოკუპანტები შეტევაში აგდენებ ყველას და ყველაფერს, რაც აქვთ.
მათ არ შეუძლიათ დაამარცხონ ჩვენი ჯარი და ამიტომ ფიზიკურად ანადგურებენ ყველა ქალაქს და სოფელს, რომ არ არსებობდეს შენობები, რომლებიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას თავდაცვისთვის", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, მტრის შეჩერების ერთადერთი გზა არის რუსი ტერორისტების უკრაინის მიწიდან ნაბიჯ-ნაბიჯ გაძევება, ასევე მოსკოვზე ზეწოლის გაგრძელება.