გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნას არ აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„ვაგზავნით თუ არა ჩვენს სამხედროებს უკრაინაში? არა, ჩვენ ვაგზავნით მასალებს, როგორც აქამდე ვაკეთებდით" - აღნიშნა ბაიდენმა.
ამერიკული ტელეკომპანიის ცნობით, თეთრმა სახლმა კონგრესს თხოვნით მიმართა, რომ კიევისთვის დამატებით 37,7 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გამოჰყოს, საიდანაც 21,7 მილიარდი დოლარი სამხედრო აღჭურვილობებისთვის იქნება გათვალისწინებული.